ავტორიზაცია

"არ ვუსმენთ, რას ამბობს ხალხი, ჩვენს მწვრთნელს დიდ პატივს ვცემთ", - პოლიტანო

"არ ვუსმენთ, რას ამბობს ხალხი, ჩვენს მწვრთნელს დიდ პატივს ვცემთ", - პოლიტანო
თარიღი 21 ოქტ 2023, 23:55
"ვერონასთან" მოგებული 1:3 მატჩის შემდეგ კომენტარი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, "ნაპოლის" შემტევმა პოლიტანომ გააკეთა.

"ყველამ ვიცით, რომ ვერონა შინ ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ მეტოქეს ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

პროგრესი აშკარაა. სანაკრებო პაუზა კარგად გამოვიყენეთ, მოვემზადეთ და სასურველ შედეგებს ვაღწევთ. რაც მთავარია, გუნდში ერთიანობაა, შემტევები ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

სწორედ ამ ერთობით მოდის წარმატება. არ ვუსმენ იმას, რას ამბობს ხალხი. ჩვენს მწვრთნელს და მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ", - განაცხადა პოლიტანომ.