გრიზმანმა 2023 წელს 30 გოლი გაიტანა - უკეთესი შედეგი მხოლოდ 4 მოთამაშეს აქვს
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი ანტუან გრიზმანი 2023 წლის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა.
ფრანგმა შაბათს "ვიგოს სელტას" წინააღმდეგ (3:0) ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამის შემდეგ მისი გოლების რაოდენობა მიმდინარე კალენდარულ წელს 30-მდე გაზარდა.
ეს არის ევროპის ჩემპიონატების ტრადიციული "დიდი ხუთეულის" წარმომადგენლთა შორის მეოთხე ყველაზე კარგი შედეგი.
რეიტინგს დამაჯერებლად სათავეში ერლინგ ჰოლანდი უდგას (39), მეორე ადგილს მოჰამედ სალაჰი და ჰარი კეინი (34) ინაწილებენ, მესამეს კი ლაუტარო მარტინესია (33).