მარკინიოსმა ვერატის გადაუსწრო და პსჟ-ს ისტორიაში ჩატარებული მატჩების მხრივ მეორე საუკეთესო გახდა
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურ მცველ მარკინიოსს მოქმედ მოთამაშეთა შორის გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს.
ბრაზილიელმა ლუის ენრიკეს გუნდის შემადგენლობაში შაბათს ლიგა 1-ის მატჩში "სტრასბურგთან" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, შეხვედრა მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
ბრაზილიელმა ლუის ენრიკეს გუნდის შემადგენლობაში შაბათს ლიგა 1-ის მატჩში "სტრასბურგთან" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, შეხვედრა მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
მარკინიოსისთვის ეს მატჩი "პსჟ"-ს მაისურით 417-ე იყო ყველა ტურნირზე - მეორე ყველაზე მეტი კლუბის ისტორიაში.
პარიზელთა 29 წლის კაპიტანი სიაში იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატის გაუსწრო, რომელიც მიმდინარე სეზონში ყატარის "ალ-არაბიში" გადავიდა. ერთპიროვნული რეკორდსმენი ჟან-მარკ პილოჟი რჩება - 435 მატჩი.