ავტორიზაცია

საუდის არაბულმა კლუბმა დიდი ფინანსური მოთხოვნის გამო უარი თქვა ლინგარდის ტრანსფერზე

საუდის არაბულმა კლუბმა დიდი ფინანსური მოთხოვნის გამო უარი თქვა ლინგარდის ტრანსფერზე
თარიღი 22 ოქტ 2023, 20:23
ჯესი ლინგარდი "ნოტინჰემ ფორესტის" დატოვების შემდეგ უგუნდოდაა.

ცოტა ხნის წინ ინგლისელი "ალ-იტიფაკთან" ერთად ვარჯიშობდა და სტივენ ჯერარდის გუნდის რიგებში ამხანაგური მატჩიც კი ითამაშა. თუმცა გარიგება ფინანსური მიზეზების გამო არ შედგა.

როგორც ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალურ ქსელში წერს, ლინგარდის გასაფორმებლად "ალ იტიფაკს" ორი ფეხბურთელის გაშვება მოუწევდა. საუდის არაბული კლუბი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 30 წლის ლინგარდის ფინანსური მოთხოვნები მაღალია, რასაც საუდის არაბული კლუბიც კი ვერ აკმაყოფილებს.