ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსმა სან სიროზე 10-კაციან მილანს ლოკატელის გოლით მოუგო

თარიღი 23 ოქტ 2023, 00:58
სერია ა-ს მე-9 ტურში „მილანი“ შინ „იუვენტუსთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და ტურინული გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მე-40 წუთზე მასპინძელთა რიგებში მოედნიდან უხეშობისთვის ტიაუ გააძევეს, რის გამოც „მილანს“ დარჩენილი დროის მანძილზე 10 კაცით მოუწია თამაში.

გამარჯვების გოლი 63-ე წუთზე ტიმოტი ვეას პასით ლოკატელიმ გაიტანა.

„იუვემ“ 20 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, „მილანი“ კი 21 ქულით მეორეზე რჩება.