ფაბრიციო რომანო: "ჭორები ოსიმენის ლივერპულში გადასვლაზე სიმართლეს არ შეესაბამება"
იტალიელმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ უარყო ჭორები "ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
"ოსიმენი აგრძელებს საკუთარი მომავლის განხილვას, მაგრამ ამ დროისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ჭორები ოსიმენის ლივერპულში გადასვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

ბუნებრივია, ლივერპული, ისევე როგორც სხვა ტოპ-კლუბები, ყურადღებით აკვირდება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს“, - წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის ურთიერთობა "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან გაუარესდა, რის გამოც ფეხბურთელმა ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტის განახლება გადაიფიქრა, რომელიც 2025 წლის ზაფხულში ეწურება.