ერთა თასის პროექტი დამტკიცდა - ბორჯღალოსნები კვლავ Tier 2-ის ქვეყნებთან ითამაშებენ
დღეს, პარიზში გამართულ მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის შეხვედრაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მსოფლიო რაგბიმ 2026 წლიდან ახალი ტურნირის - ერთა თასის დაარსება გადაწყვიტა, რომელშიც პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები იქნება ჩართული, ბორჯღალოსნებს და Tier 2 სხვა წევრებს ჩელენჯერის სერიით დაკმაყოფილება მოუწევთ.
ამროგად საქართველოს ნაკრები: პორტუგალიას, სამოას, ტონგას, ურუგვაის, აშშ-ს, ესპანეთს, რუმინეთს, ნამიბიას, ჩილეს, კანადასა და ჰონგ კონგს დაუპირისპირდება.
ამავე შეჯიბრში გავარდნა-აღზევების პლეიოფი 2030 წლიდან ამოქმედდება. ასევე აღსანიშავია, რომ ჩელენჯერის პირველ და მეორე ადგილოსნები პლეი-ოფის სისტემით პირველი დივიზიონის ბოლო ორ გუნდს დაუპირისპირდებიან და მხოლოდ იქ წარმატების შემთხვევაში შეძლებენ პირველ დივიზიონში დაწინაურებას.