მატჩის საუკეთესო! - როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" სტუმრად "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.
კვარაცხელია მთელი თამაში აქტიური იყო, საგოლე გადაცემა გააკეთა და 7.8 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
