არსენალმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი მატჩი 2016 წლის შემდეგ პირველად მოიგო
ლონდონის "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად "სევილიასთან" გამარჯვება მოიპოვა. მიკელ არტეტას გუნდმა ესპანეთში "სევილიას" მოუგო - 2:1.
"მეთოფეების" რიგებშო გოლები გაბრიელ მარტინელიმ და გაბრიელ ჟესუსმა გაიტანეს.
როგორც Squawka აღნიშნავს, გუშინდელი გასვლითი გამარჯვება "არსენალისთვის" პირველი იყო ჩემპიონთა ლიგაში თითქმის შვიდი წლის განმავლობაში - 2016 წლის დეკემბრის შემდეგ (მაშინ მათ შვეიცარიაში "ბაზელის" დამარცხება მოახერხეს - 4:1).
მიმდინარე გათამაშების სამი ტურის შემდეგ ლონდონელები თავიანთ ჯგუფში 6 ქულით ლიდერობენ.
მიმდინარე გათამაშების სამი ტურის შემდეგ ლონდონელები თავიანთ ჯგუფში 6 ქულით ლიდერობენ.