ავტორიზაცია

რამსდეილმა შესაძლოა არსენალი დატოვოს და პრემიერ ლიგის სხვა ტოპ კლუბში გადავიდეს

რამსდეილმა შესაძლოა არსენალი დატოვოს და პრემიერ ლიგის სხვა ტოპ კლუბში გადავიდეს
თარიღი 25 ოქტ 2023, 15:36
მეკარე აარონ რამსდეილი "არსენალში" დევიდ რაიასთან კონკურენციაში ვერ შედის. 

ამის შედეგად, 25 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი შეცვალოს. Daily Mail-ის ცნობით, "ჩელსიმ" შესაძლოა რამსდეილზე შეთავაზება გააკეთოს.

რამსდეილი "არსენალის" შემადგენლობაში 2021 წლის აგვისტოში "შეფილდ იუნაიტედიდან" გადასვლის შემდეგ თამაშობს. მას შემდეგ მეკარემ "მეთოფეების" რიგებში 84 მატჩი ჩაატარა და 92 გოლი გაუშვა.

მომდევნო მატჩს "არსენალი" 28 ოქტომბერს - შინ "შეფილდ იუნაიტედთან" გამართავს.