ავტორიზაცია

VIDEO: ჯიღაურის კარგი მატჩი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - მოპოვებული პენალტი და წითელი!

VIDEO: ჯიღაურის კარგი მატჩი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - მოპოვებული პენალტი და წითელი!
თარიღი 25 ოქტ 2023, 17:05
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ალ-შარჯა"-სა და "ნასაფ ქარშის" შორის.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო სტუმარი გუნდის ქართველი შემტევი ჯაბა ჯიღაური, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს კარგი მატჩი გუნდის წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჯიღაურმა მეტოქეს ჯერ წითელი ბარათი აჰკიდა, შემდეგ კი პენალტი მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა ვერ გამოიყენა.