VIDEO: მილანი პარკ დე პრენსზე განადგურდა და 3 ტურის შემდეგ უგოლოდ ჯგუფში ბოლო ადგილზეა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „პსჟ-მ“ შინ „მილანს“ დამაჯერებლად მოუგო.
შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი მოგებით 3:0 დასრულდა.
32-ე წუთზე კილიან მბაპემ თავისთვის საფირმო გოლი გაიტანა, 54-ზე კოლო მუანიმ ორამდე გაზარდა სხვაობამ 89-ზე კი ლი კან ინმა საბოლოო წერტილი დასვა.
მატჩის 48-ე წუთზე უსმან დემბელემ „პსჟ-ში" სადებიუტო გოლიც გაიტანა, რომელიც გოლამდე რამდენიმე წამზე უგარტეს ცენტრში დაჯარიმების გამო გაუქმდა.
„პსჟ-მ“ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს იკავებს, „მილანი“ კი ჯერჯერობით უგოლოდ და 2 ქულით ბოლო პოზიციაზეა.