ავტორიზაცია

დე ხეა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს

დე ხეა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს
თარიღი 26 Oct 2023, 11:01
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი მეკარე დავიდ დე ხეა, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, შესაძლოა ინგლისურ კლუბში დაბრუნდეს. ამის შესახებ Sun Sport იუწყება.

წყაროს ცნობით, 32 წლის ესპანელმა შესაძლოა მანკუნიელებთან მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმოს იმის გამო, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მეკარე ანდრე ონანა მომავალი წლის დასაწყისში აფრიკის ერთა თასზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დე ხეა მანჩესტერ "იუნაიტედის" კარს 2011-2023 წლებში იცავდა.