"კვარაცხელია ახალი მესია, ის კიდევ განვითარდება", - ნაპოლის ლეგენდა
"ნაპოლის" ბრაზილიელმა ლეგენდამ ხოსე ხოსე ალტაფინიმ, რომელიც ამ გუნდში 7 წელი თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე და "მილანთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მილანთან რთული მატჩი იქნება. ვფიქრობ, ორივე გუნდი მოგებაზე გაიწევს და გახსნილი თამაში უნდა ვიხილოთ.
ნაპოლის ოსიმენის სახით დიდი დანაკლისი აქვს, თუმცა მათ ჰყავთ კვარაცხელია, რომელიც ახალი მესია. მას განვითარება კიდევ შეუძლია.", - განაცხადა ალტაფინიმ.
ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "მილანს" შორის, 29 ოქტომბერს არის ჩანიშნული.