NIKE-ზე უარი თქვა და ეს გასაკვირი არაა - კვარაცხელიამ ბრენდი შეიცვალა

ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც "ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ახალი ბრენდის ბუცებით ვიხილეთ.

წლების განმავლობაში, კვარაცხელია NIKE-ს ბუცებით თამაშობდა. მეტიც, სერია ა-ს ბოლო ტურში, "ვერონასთან" მან NIKE-თი ითამაშა, ზუსტად 4 დღეში კი PUMA-ს ბუცები ეცვა.
როგორც იტალიური მედია იუწყება, ეს გასაკვირი არცაა, რადგან კვარაცხელიას გარდა, NIKE-დან PUMA-ს ბუცებზე ბევრი ვარსკვლავი გადავიდა.
მათ შორის არიან ჰარი კეინი, ოსმან დემბელე, მატეო კოვაჩიჩი, ჯეკ გრილიში და სხვები.
