ავტორიზაცია

ემილიანო მარტინესი: "ასტონ ვილას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დავტოვებ"

ემილიანო მარტინესი: "ასტონ ვილას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დავტოვებ"
თარიღი 27 Oct 2023, 09:42
არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი გასულ წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ახლა კიდევ უფრო დიდი ამბიციები აქვს. 

მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მის ამჟამინდელ კლუბს "ასტონ ვილას" შეუძლია მოიგოს დიდი ტურნირი - ინგლისის ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა.

"ჩემს პირველ ინტერვიუებშიც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი ასტონ ვილას შესაძლებლობაში მოიგოს ინგლისის ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა. 

მე ისევ ამ აზრზე ვარ. ასტონ ვილას მხოლოდ პრემიერ ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დავტოვებ", - განაცხადა მარტინესმა.