ავტორიზაცია

რიბერი: "რაღაც მომენტში მე და რობენი მესიზე და რონალდუზე უკეთესები ვიყავით"

რიბერი: "რაღაც მომენტში მე და რობენი მესიზე და რონალდუზე უკეთესები ვიყავით"
თარიღი 27 ოქტ 2023, 10:07
საფრანგეთის ნაკრებისა და "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ  მიუნხენურ გრანდში ნიდერლანდელ არიენ რობენთან ერთად გამოსვლა გაიხსენა. ისინი ათი წელი ერთად თამაშობდნენ გერმანულ გრანდში.

"მჯერა, რომ რაღაც მომენტში მე და არიენი რონალდუსა და მესის უკეთესები ვიყავით. 

მაგრამ მათ მონაწილეობა მიიღეს ელ კლასიკოში და მათ თამაშს მაყურებლის მეტი ყურადღება მიექცა. შესაძლოა, ამან თავისი კვალი დატოვა“, - თქვა რიბერიმ.

რიბერი "ბაიერნის" მაისურს 2007 წლიდან 2019 წლამდე ირგებდა.