ავტორიზაცია

დაბრუნება მნიშვნელოვანი მატჩის წინ - მიქაუტაძემ ვარჯიში განაახლა!

დაბრუნება მნიშვნელოვანი მატჩის წინ - მიქაუტაძემ ვარჯიში განაახლა!
თარიღი 28 ოქტ 2023, 01:52
ჰოლანდიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში ამსტერდამის "აიაქსი" "პსვ"-ს დაუპირისპირდება.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ევროპა ლიგის მატჩი "აიაქსის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გამოტოვა.

მიქაუტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა და ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის სათამაშოდ მზადაა.

მას "აიაქსში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, თუმცა შანსია, ახალმა მთავარმა მწვრთნელმა "პსვ"-სთან მიქაუტაძეს გარკვეული სათამაშო დრო მისცეს.