ავტორიზაცია

ძოლამ ერთმანეთს ლეაო და კვარაცხელია შეადარა

ძოლამ ერთმანეთს ლეაო და კვარაცხელია შეადარა
თარიღი 28 ოქტ 2023, 01:57
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ ერთმანეთს რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

მოგეხსენებათ, სერია ა-ს მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ ლეოაოს "მილანი" და კვარაცხელიას "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან.

"ლეაო თუ კვარაცხელია? ორივეს თავისი პლიუსები აქვს. ლეაო სივრცეებში უკეთესია და ბევრად სახიფათოც.

კვარაცხელიას კი ვიწრო მონაკვეთებიდან გამოსავლის პოვნა უყვარს, ორივეს ერთად გუნდში ყოლა კარგი სიზმარი იქნებოდა", - განაცხადა ძოლამ.