ავტორიზაცია

თორნიკე შენგელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე და MVP!

თორნიკე შენგელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე და MVP!
თარიღი 28 ოქტ 2023, 02:01
ევროლიგის მე-5 ტურში "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "ლიონს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 87-84 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ანუ MVP "ვირტუსის" ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახდა!

შენგელიამ პარკეტზე 34 წუთი დაჰყო და ამ დროში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ შენგელიას "ვირტუსს" ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ 7 მატჩია არ წაუგია და ევროლგის სეზონში მესამე ადგილს იკავებს.