ავტორიზაცია

არაუხო: "რეალის კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო"

არაუხო: "რეალის კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო"
თარიღი 28 Oct 2023, 23:01
რონალდ არაუხოს თქმით, მადრიდის „რეალის“ კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

პირველი ტაიმის ბოლოს „ბარსელონამ“ კუთხური მოაწოდა, ორელიან ჩუამენიმ რონალდ არაუხო საკუთარ საჯარიმოში წააქცია, თუმცა მსაჯმა აღნიშნულ მომენტში ჯარიმა არ დააფიქსირა.

„მგონია, რომ პენალტი იყო. დარტყმას ვცდილობდი და ხელი მკრეს. ვფიქრობ, პენალტი იყო, მაგრამ ეს ეპიზოდი ახლიდან უნდა ვნახო.

სამწუხაროა, იმიტომ რომ პენალტი რომ დანიშნულიყო ანგარიში შეიძლებოდა 2:0 გამხდარიყო.“, - აღნიშნა ურუგვაელმა.