ავტორიზაცია

ხავი: "ბელინგემი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ახლა იღბლიანი პერიოდი აქვს"

ხავი: "ბელინგემი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ახლა იღბლიანი პერიოდი აქვს"
თარიღი 28 Oct 2023, 23:37
ხავი ერნანდესის აზრით, მისმა გუნდმა დღევანდელ კლასიკოში გამარჯვება დაიმსახურა.

„მე ვფიქრობ რომ ფრეც კი ვერ აჩვენებდა იმას, თუ რეალურად რა ხდებოდა მოედანზე.

ჩვენ კარგი თამაში ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - შედეგი ცუდი გამოვიდა, თუმცა მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილი ვარ.

მსაჯი? თამაში მის გამო ნამდვილად არ წაგვიგია. ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება - ლა ლიგის მოგება და ჯერ დამთავრებული არაფერია.

ბელინგემი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ისიც სიმართლეა რომ ახლა „იღბლიანი პერიოდი“ აქვს, რადგან ხშირად გადმოვარდნილი ბურთები სწორედ მას მისდის.“, - აღნიშნა ესპანელმა.