ავტორიზაცია

ჩუამენი ტრავმის გამო ორი თვით იუქმებს

ჩუამენი ტრავმის გამო ორი თვით იუქმებს
თარიღი 29 ოქტ 2023, 14:29
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი აურელიენ ჩუამენი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ Madrid Universal იუწყება.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფრანგს მარცხენა ფეხის მეორე მეტატარსალური ძვლის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ ნახევარმცველი შესაძლოა მოედანზე მიმდინარე კალენდარული წლის ბოლომდე აღარ გამოჩნდეს.

მიმდინარე სეზონში ჩუამენმა ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.