ფანტასტიური მატჩი! - მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ლა ლიგაში გამართული მატჩი "ბილბაოსა" და "ვალენსიას" შორის, ფრედ 2:2 დასრულდა.

ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
მამარდაშვილი მთელი მატჩი დამაჯერებელი იყო და 5 ურთულესი ბურთი მოიგერია. "ვალენსიამ" გოლი ბოლო წუთზე გაუშვა, თუმცა მამარდაშვილის საოცარ თამაშზე ეს არ ასახულა და ის მაინც საუკეთესო იყო.
