როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი "ნაპოლისა" და "მილანს" შორის შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა.

ნეაპოლელთა ქართველმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ბოლო წამზე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აჯობა.
Sofascore-სგან კვარაცხელიამ 7.3 შეფასება მიიღო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია თავის გუნდში.
