ავტორიზაცია

პიოლი ნაპოლისთან მატჩზე: "როდესაც 2:0 ლიდერობ, უნდა მოიგო"

პიოლი ნაპოლისთან მატჩზე: "როდესაც 2:0 ლიდერობ, უნდა მოიგო"
თარიღი 30 ოქტ 2023, 12:24
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სერია A-ს მე-10 ტურის "ნაპოლისთან" მატჩზე ისაუბრა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ "როსონერი" ორი ბურთით ლიდერობდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. პიოლის თქმით, "მილანი" უფრო მეტს იმსახურებდა.

"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი მომენტი შევქმენით, ორი გატანილი გოლი საკმარისი არ არის. 

სირცხვილია ერთი ქულით სახლში წასვლა - გულდასაწყვეტია. როცა 2:0 ანგარიშით ლიდერობ, უნდა მოიგო“, - თქვა პიოლიმ.