"სიტყვებით ვერ აღვწერ, რაც მან გააკეთა", - კვარაცხელიამ ფავორიტი დაასახელა
ამ წუთებში ოქროს ბურთის დაჯილდოება მიმდინარეობს, სადაც მესის, ჰოლანდსა და მბაპეს შორის საუკეთესო უნდა გაირკვეს.
დაჯილდოების ცერემონიას ხვიჩა კვარაცხელია ესწრება, რომელმაც საუკეთესოთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა.
"ოქროს ბურთი მესიმ უნდა მოიგოს. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა და სიტყვებით ვერ აღვწერ, რაც მან გააკეთა.
მარადონა? - ის ჩვენი ქალაქის, ნეაპოლის ღმერთია", - განაცხადა კვარაცხელიამ.