ავტორიზაცია

რაშფორდი მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ ღამის კლუბი წავიდა

რაშფორდი მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ ღამის კლუბი წავიდა
თარიღი 31 Oct 2023, 12:54
მანჩესტერ "იუნაიტედის" შემტევი მარკუს რაშფორდი პრემიერ ლიგის მეათე ტურში მანჩესტერ "სიტისთან" კატასტროფული მატჩის შემდეგ ღამის კლუბში წავიდა. 

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" 0-3 დამარცხდნენ.

ტაბლოიდის Daily Mail-ის ცნობით, ფიასკოდან რამდენიმე საათში მარკუსი ღამის კლუბში მეგობრების გარემოცვაში ისვენებდა. 

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდმა ათი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.