მილანი იბრაჰიმოვიჩს სამუშაოს სთავაზობს

შვედეთის ნაკრებისა და "მილანის" ყოფილ თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, შეუძლია სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.
Corriere dello Sport-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, სკანდინავიელს შესაბამისი შეთავაზება "როსონერის" მფლობელმა ჯერი კარდინალემ გაუკეთა. იბრაჰიმოვიჩმა ფიქრისთვის დრო მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი მილანურ კლუბში 2010-2012 და 2020-2023 წლებში თამაშობდა.

გასულ სეზონში თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატის მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.