ავტორიზაცია

La Gazzetta dello Sport საქართველოში შემოდის

La Gazzetta dello Sport საქართველოში შემოდის
თარიღი 31 ოქტ 2023, 14:46
მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედია La Gazzetta dello Sport საქართველოს ბაზარზე შემოდის.

ქართული კომპანია SMH Global-ის ინიციატივით 1 იანვრიდან ერთ-ერთი უდიდესი იტალიური სპორტული გამოცემის ქართულ ვერსიასაც ვიხილავთ - როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულს, რომელიც ვებ-გვერდს და აპლიკაციას მოიცავს.

როგორც SMH Global-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი აცხადებს, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 2024 წლიდან გამოცემის ქართული ვერსია უკვე ოფიციალურად ჩაეშვება.

ცნობილი იტალიური გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტი“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1896 წლის 3 აპრილს დაარსდა და დღემდე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს სხვადასხვა სპორტის და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფეხბურთის გაშუქების საკითხშიც.

საქართველოში იტალიური ტოპ-გამოცემის შემოსვლა ორმაგად საინტერესო და მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში უკვე არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და იტალიურ სპორტთან დღეს საქართველოს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.