კრიშტიანუ რონალდუმ მოიწონა და სიცილის ემოჯები დაუწერა პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ მესის ოქროს ბურთი კვლავ შეტენეს
მესის ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, გამოცემა AS-ის რედაქტორმა ტომას რონსერომ არგენტინელი მორიგ ძარცვაში დაადანაშაულა.
„მოგესალმებით მეგობრებო. მოხდა ის, რაც ისედაც ვიცოდით: მათ ოქროს ბურთი კვლავ ლეო მესის მისცეს.
ის კარიერის დასასრულებლად მაიამიში წავიდა, თუმცა ასე უკვე „პსჟ-ს“ შემადგენლობაშიც გამოიყურებოდა, როცა ამ გუნდშიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა.
მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი - კი, კარგია, მაგრამ ექვსი პენალტით. მსოფლიო ჩემპიონატი ათი თვის წინ, ნოემბერში იყო.
მესის რვა ოქროს ბურთი აქვს, მაგრამ ხუთი უნდა ჰქონდეს. მას აქვს ინიესტას, ხავის, ლევანდოვსკის (რომელმაც ერთ სეზონში ექვსი ტიტული მოიგო) და ახლა უკვე ჰოლანდის ოქროს ბურთები.“ - აღნიშნული განცხადება რონსერომ ვიდეოში გააკეთა, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
კრიშტიანუ რონალდუმ ეს პოსტი ჯერ დაალაიქა, შემდეგ კი სიცილის ემოჯებიც მიუწერა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი ხმაური გამოიწვია.