ლოკატელი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
ტურინის "იუვენტუსი" ნახევარმცველ მანუელ ლოკატელისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
წყაროს ცნობით, უახლოეს კვირებში იტალიური კლუბი 25 წლის ფეხბურთელთან მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოკატელის მომსახურებით ინგლისური "ვესტ ჰემი" იყო დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "იუვენტუსში" 10 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.