ხვიჩა კვარაცხელია გასული თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ცნობილმა გამოცემამ Whoscored-მა სერია ა-ს ოქტომბრის თვის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორისაა "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
გასულ თვეს კარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა და ყველა მატჩში გამორჩეული იყო.
