ვინ იყო ლა ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი? - მამარდაშვილი საუკეთესოთა შორის მოხვდა

Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვინ იყო ლა ლიგის მე-11 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი.

კანდიდატთა შორის, "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც იყო, რომელმაც "ბილბაოსთან" საოცარი მატჩი ჩაატარა.
მამარდაშვილმა გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა, უპირობო ლიდერი კი "რეალის" შემტევი, ჯუდ ბელინგემი გახდა.
