ავტორიზაცია

გარი ნევილი - მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ: "ოცნების თეატრი გადაიქცა არაფრის თეატრად"

გარი ნევილი - მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ: "ოცნების თეატრი გადაიქცა არაფრის თეატრად"
თარიღი 02 ნოე 2023, 17:36
ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ნევილმა ინგლისის ლიგის თასზე "წითელი ეშმაკების" "ნიუკასლთან" საშინაო მარცხზე ისაუბრა. 

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

„გუშინ ვნახეთ, როგორ გადაიქცა ოცნების თეატრი არაფრის თეატრად. იუნაიტედის ყველა გულშემატკივარი დამწუხრებული იყო ნანახით. 

ფეხბურთელები შოკში იყვნენ, თამაში საშინელი იყო, მთავარი მწვრთნელი კი აშკარად გასაჭირში იყო. ჩვენ ამის ნახვის შესაძლებლობა, საკმარისი გვქონდა“, - ამბობს Sky Sports-ის ექსპერტი.