ავტორიზაცია

როდრიგომ რეალთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა

როდრიგომ რეალთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
თარიღი 02 ნოე 2023, 17:46
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა როდრიგომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუქყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.

როდრიგო მადრიდულ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს, მას შემდეგ რაც "სანტოსიდან" 45 მილიონ ევროდ გადავიდა.

ბრაზილიელმა "რეალის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 179 თამაში ჩაატარა, რომელშიც 39 გოლი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.