ავტორიზაცია

ხუთი დღის შემდეგ, ლუის დიასის გატაცებულ მამას კვლავ წარუმატებლად ეძებენ

ხუთი დღის შემდეგ, ლუის დიასის გატაცებულ მამას კვლავ წარუმატებლად ეძებენ
თარიღი 02 Nov 2023, 23:55
როგორც ცნობილია, „ლივერპულის“ შემტევის, ლუის დიასის მშობლები რამდენიმე დღის წინ კოლუმბიაში გაიტაცეს.

ფეხბურთელის დედა რამდენიმე საათშივე პოლიციამ წარმატებით დაიხსნა, მამაზე კი დღემდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

კოლუმბიის პოლიციის ცნობით, ამაში ხელი შეიარაღებულ დაჯგუფება ELN-ს უკავია.

პოლიცია მუდმივად გამოძიების პროცესში იმყოფება, თუმცა ლუის დიასის მამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არავის აქვს.