ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ტენ ჰაგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

მანჩესტერ იუნაიტედმა ტენ ჰაგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 03 ნოე 2023, 10:35
მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვიტილება მიიღო.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება, "წითელი ეშმაკები" არ განიხილავენ ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლებას, მიუხედავად გუნდის ცუდი შედეგებისა. 

ბოლო მატჩში "იუნაიტედმა" შინ "ნიუკასლთან" (0:3) წააგო და ლიგის თასს გამოეთიშა.

ინგლისის პრემიერ ლიგის ათი ტურის შედეგების მიხედვით, მანჩესტერ "იუნაიტედმა" 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მერვე ადგილს იკავებს.