ავტორიზაცია

ალ-ნასრს ვარანის შეძენა სურს

ალ-ნასრს ვარანის შეძენა სურს
თარიღი 04 ნოე 2023, 09:23
მანჩესტერ "იუნაიტედის" მცველმა რაფაელ ვარანმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს, იუწყება Teamtalk.

წყაროს ცნობით, 30 წლის ფრანგისთვის რამდენიმე კლუბი იბრძვის, მათ შორის "ალ-ნასრი". ტრანსფერი შესაძლოა იანვარში განხორციელდეს.

მიმდინარე სეზონში ვარანმა მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა.