ავტორიზაცია

ტენ ჰაგმა რაშფორდი მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ წვეულებაზე წასვლის გამო გააკრიტიკა

ტენ ჰაგმა რაშფორდი მანჩესტერ სიტისთან მარცხის შემდეგ წვეულებაზე წასვლის გამო გააკრიტიკა
თარიღი 04 ნოე 2023, 09:38
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიტიკულად ისაუბრა გუნდის თავდამსხმელის მარკუს რაშფორდის მიერ ინგლისის ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტისთან" საშინაო მარცხის (0:3) შემდეგ წვეულებაზე წასვლის შესახებ.

„ვიცი, რომ წვეულება იყო, რაშფორდს ვესაუბრე ამის შესახებ. ეს ყველაფერი მიუღებელია და მე მას ვუთხარი  ამის შესახებ. მარკუსმა ბოდიში მოიხადა“, - განუცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა BBC Sport-ს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის თავდამსხმელმა ათი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.