ფოტო: კვარაცხელია შეცვლით კვლავ უკმაყოფილო იყო - იტალიური მედია ქართველზე წერს

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სალერნიტანას" დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.
გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კვარაცხელია შეცვლით უკმაყოფილო დარჩა.
თუმცა იტალიური მედია წერს, რომ უკმაყოფილო კვარასთან გარსია მაშინვე მივიდა, დაამშვიდა და მისი კარგი თამაში აღნიშნა.
