ავტორიზაცია

VIDEO: უმძიმესი გამარჯვება ბოლო წუთზე - ბარსელონამ სტუმრად სოსიედადს მოუგო

თარიღი 05 ნოე 2023, 02:00
„ბარსელონამ“ სტუმრად „სოსიედადი“ უმძიმეს ბრძოლაში გაიმართა.

მატჩი ლა ლიგის მე-12 ტურში „ანოეტაზე“ გაიმართა და „ბარსას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძლები გოლთან გაცილებით ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებში „ბარსამ“ შეუტია და გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე რონალდ არაუხომ, ილქაი გიუნდოგანის დიდებული პასის შემდეგ გაიტანა.

„ბარსელონამ“ 27 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე რჩება, „სოსიედადი“ კი 19 ქულით მეექვსეა.