ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონის ცნობილ ბრაზილიელ თავდამსხმელში გაცვლა გადაწყვიტა

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონის ცნობილ ბრაზილიელ თავდამსხმელში გაცვლა გადაწყვიტა
თარიღი 05 ნოე 2023, 15:57
მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ფორვარდის გაბრიელ ბარბოსას, "გაბიგოლის" სახელით ცნობილი თავდამსხმელის შეძენით ინტერესდება. ამის შესახებ ტაბლოიდი The Mirror-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, მილანის "ინტერის" ყოფილი თავდამსხმელის სანაცვლოდ მანკუნიელები მზად არიან ფლამენგოს გარემარბი ანტონი შესთავაზონ. 

ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბარბოსამ "ფლამენგოს" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.