მიქაუტაძე აიაქსში კვლავ არ ათამაშეს
ჰოლანდიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება ამსტერდამის "აიაქსსა" და "ჰერენვეენს" შორის.
მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
ჩვენთვის სამწუხარო კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე იყო და არ ათამაშეს.
მიქაუტაძემ "აიაქსის" მაისურით ბოლოს 8 სექტემბერს ითამაშა, როცა "ალკმაართან" მატჩში ის შეცვლიდან შეიყვანეს.