ავტორიზაცია

ანჩელოტი: "დიდი იმედი გვაქვს, რომ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს"

ანჩელოტი: "დიდი იმედი გვაქვს, რომ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს"
თარიღი 06 Nov 2023, 11:07
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" მატჩის (0:0) შემდეგ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემის ტრავმაზე ისაუბრა.

„ჯუდს მხარზე პრობლემა აქვს. ის მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩში თამაშს შეძლებს“, - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.