ავტორიზაცია

ფეხბურთელებმა 2022/23-სეზონის ლა ლიგის საუკეთესოდ რეალის შემტევი დაასახელეს

ფეხბურთელებმა 2022/23-სეზონის ლა ლიგის საუკეთესოდ რეალის შემტევი დაასახელეს
თარიღი 06 ნოე 2023, 22:02
2022/23-სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუს ჯუნიორი დასახელდა.

COPE-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პრიზს ბრაზილიელ ფეხბურთელს დღევანდელ გალა-საღამოზე გადასცემენ.

გამარჯვებული ესპანეთის ფეხბურთელების ასოციაციამ გამოავლინა, სადაც ხმას ლა ლიგის ფეხბურთელები აძლევდნენ.

2022/23-სეზონში ვინისიუსმა ლა ლიგის 33 მატჩში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი „რეალი“ კი მეორე ადგილზე გავიდ ადა „ბარსელონას“ ჩამორჩა.