ავტორიზაცია

არიონ იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა

არიონ იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 07 ნოე 2023, 10:11
უნიკალურ მიღწევას დააფიქსირა "ფროსინონეს" თავდამსხმელმა არიონ იბრაჰიმოვიჩმა.

17 წლის ფეხბურთელმა "ემპოლისთან" (2:1) სერია A-ს მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. 

როგორც Opta აღნიშნავს, იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ არიონ იბრაჰიმოვიჩი "ფროსინონეში" იჯარით მიუნხენის "ბაიერნიდან" თამაშობს. 

მიმდინარე სერია A-ში გერმანელმა ფორვარდმა ხუთ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.