ავტორიზაცია

ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლის რა შანსი აქვს ქართველების შახტარს ჩემპიონთა ლიგაზე?

ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლის რა შანსი აქვს ქართველების შახტარს ჩემპიონთა ლიგაზე?
თარიღი 08 Nov 2023, 01:55
დღეს ქართველი ფეხბურთელების, ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ „ბარსელონას“ 1:0 მოუგო.

ამ გამარჯვებით დონეცკურმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მე-3 პოზიციას იკავებს.

თავისი მატჩი მოიგო „პორტუმაც“, რომელსაც ლიდერი „ბარსელონას“ მსგავსად 9 ქულა აქვს.

ბელგიურ „ანტვერპენს“ მოლოდინისამებრ 0 ქულა აქვს და თუ რაიმე სენსაცია არ მოხდა, გუნდი ამ პოზიციიდან ამოსვლას ვერ შეძლებს.

„შახტარი“ კი შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს - მომდევნო ტურში გუნდი „ანტვერპენს“ მასპინძლობს, „ბარსელონა“ და „პორტუ“ კი საქმეებს ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ.

თუ „ბარსა“ „პორტუს“ დაამარცხებს, „შახტარი“ კი „ანტვერპენს“, მაშინ ბოლო ტურში შემდეგი ეტაპის საგზური სწორედ „პორტუსა“ და „შახტარის“ ურთიერთშეხვედრაში გადაწყდება.