ავტორიზაცია

VIDEO: როგორც სიკვდილის ჯგუფს შეეფერება - მილანის გამარჯვება პსჟ-სთან, რომელმაც ჯგუფის სიტუაცია მთლიანად არია

თარიღი 08 ნოე 2023, 02:00
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „მილანმა“ „პსჟ-ზე“ წინა ტურში მარცხისთვის შური იძია და დაამარცხა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მე-9 წუთზე ანგარიში „ინტერის“ ექს-მცველმა მილან შკრინიარმა გახსნა, თუმცა 12-ზე რაფა ლეაუმ ლაამზი გოლით ტაბლოზე წონასწორობა აღადგინა, 50-ზე კი ოლივიე ჟირუმ გამარჯვების გოლი შეაგდო და „მილანს“ ამ სეზონში ლიგაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.

4 ტურის შემდეგ ჯგუფში სიტუაცია ასეთია:

დორტმუნდი - 7 ქულა

პსჟ - 6 ქულა

მილანი - 5 ქულა

ნიუკასლი - 4 ქულა

ბოლო ორი ტურის წინ, როგორც სიკვდილის ჯგუფს შეეფერებოდა, გარკვეული არაფერია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.