ავტორიზაცია

ჟირუ ყველაზე ასაკოვანი ფრანგი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა

ჟირუ ყველაზე ასაკოვანი ფრანგი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა
თარიღი 08 Nov 2023, 09:33
"მილანის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში "პსჟ"-ს გოლი გაუტანა. 

"სან სიროზე" მატჩის 51-ე წუთზე, ოლივიემ ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სკრინიარს აჯობა და "როსონერი" 2:1 დააწინაურა.

ჟირუ ყველაზე ასაკოვანი ფრანგი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. მან ეს 37 წლისა და 38 დღის ასაკში გააკეთა. 

ყოფილი რეკორდსმენი ამჟამად მწვრთნელი ლორან ბლანი გახლავთ - მან თავი 36 წლისა და 338 დღის ასაკში გამოიჩინა.